ჩემს გულში მუდამ წვიმს
ჩემს გულში მუდამ წვიმს. წვიმის წვეთებივით, უნებლიედ ვერწყმები თითო ქუჩას. მერე რა, რომ ჩემს გულში წვიმს? მე ეს არ მწყინს... წვიმა ლექსებს მიზრდის და მირწყავს. აბა რად მინდა, ფურცელი (გული) ცარიელი, თეთრი. ასფალტზე ჩექმების ხმა შევიგრძენი გუშინ, თურმე უბრალოდ, ისევ უნებურად, ისევ წვიმად მაღვრევინე, წვეთები მელნის. სულ უხვად წვიმს, მაგრამ შენ ფანჯარას კეტავ, და ფარდებსაც აფარებ. წვიმა ჩემს ყვავილებს გარეთ გაზრდის. მე ვერაფერს მაკლებს სეტყვა, როცა ვუყურებ შენს ჩაკეტილ კარებს. 11 ოქტომბერი, 2021წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი