ცარიელი ზეცა
ლაჟვარდისფერი იყო ცა გუშინ, და ხალხი გრეხად ნათლავდა ჩემს წუხილს. ღმერთო, როგორი ცარიელი იყო ზეცა. ერთი ღრუბელიც კი არ იყო, და ღამეს არ ათეთრებდა. თეთრი ღამეები მავსებენ მე, და გასაკვირად, მაფერადებენ. ხანაც, დარდები აგურებად მშლიან. კი, ვარ მძიმე, მაგრამ მაინც, გასაკვირად, ამხელა დარდით, ფოთლებივით, ქუჩებში მფანტავენ. მე ქართან ერთად ცარიელ ქუჩებში დავქრი. და კიდევ კარგი, მარტო ვარ ქუჩებში, მე ჩემს სითეთრეს ვერავის გადავცემ. ისევ ზეცისკენ, ბევრი გაურკვევლობისკენ, მიმიძღვიან, გრძელი, ცარიელი წუთები. 14 ოქტომბერი, 2021წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი