რატომ წარსული?
მახსოვს მითხარი, რომ ის სიტყვები იყო მხოლოდ ჩემთვის. და მაინც არ მწამს, ჩემს გულში სხვისი გამეფების. თითქოს აღარ მინდა შენს გარდა არავინ, აღარ ველი სხვის მოსვლას. ალბათ სხვა დარდისგან დამცლის, წამაქცევს, მე კოკას. დარდი მელანია ჩემთვის, ხოლო მელანი, ჩემს ძარღვებს სისხლად ერთვის. მე არ მინდა, დავიცალო, მე ვერ მოვწყდები ქუჩებში ხეტიალს, და შენს ძებნას. თუ წაშლის ვინმე ჩემში ქაოსს, მე ისევ მიწად ვიქცევი, ისედაც, შობილი მიწისგან. და რატომ მაინცდამაინც წარსული? უკვე, აღარც მე ვიცი. 15 ოქტომბერი, 2021წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი