სიყვარული მკვდარია!?


ღამეა უეცრად,ცამ ფერი იცვალა...
დროის ნიაღვარს ვებრძვი,ვერ ვერევი.
ბოლომდე მინდოდა ჩემი ჯვრის მიტანა,
მაგრამ სიკვდილზე ფიქრს ვეღარ ველევი.

ღამეა სივრცეში ჩაკრული ჭაღებით,
მთვარე ჩემს ოცნებებს,აშუქებს,ანათებს.
მხოლოდ ის უდგება ჩემს სურვილს გაგებით
წამები წამების,,მიჰყვება საათებს.

ღამეა და თითქოს ბროლის ცამ ნაღველი,
მისსავე შევერცხლილ მიწაზე ანთხია.
ვიყავი მშიერი,ვიყავი ძლიერი,მაგრამ ჩემს ცხოვრებას სიკვდილი არ ჰქვია.

სიშორით დამტკბარა ტკივილის წამები,
დავნებდი! დავნებდი! დავხუჭე თვალები...
მიყვები ბილიკებს,მზის ლიანდაგებით,თოვლისფერ ლანდებით,
ცისფერი თაღებით...

------------------------------------------------------
ინათა სიცოცხლის,ოქროსფერ თვალებმა,
მზემ სიო მობერა იებს და ალუბლებს.
შენ გაქრი, მაგრამ მე სიცოცხლეს განვაგრძობ,
ხელახლა შემიპყრო ცხოვრების ზმანებამ.!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი