მშობელო მიწავ
მშობელო მიწავ, მიწავ დიდგორთან, ნადიდგორალო შავო სამარევ.. მშობელო სისხლო, მოწამლულო,მონავ ძლეულო. იქნებ მეც მითხრა ვინ გიწოდა გმირთა სავანე, ვინ შეგსვა სისხლად,ღვინოვ თეთრო ნაფარეულო.. მშობელო მიწავ,ნუთუ მეტყვი ისევ გწყურია,ისევ გაუღებ ურჯულოებს ძვალთა დარაბებს. ნუთუ გგონია?რომ მათ მიღმა გაზაფხულია,რომ ჩრდილოეთით ცის ცისკარი სხვაგვარ ანათებს. მშობელო მიწავ -სამეგრელოვ,ხანძთავ,გურიავ ასე ნატანჯი და ღვარჭნილი სულ არ მენახე, ვერ ამოიღებ წიწამურთან გასროლილ ტყვიას, თუ არ გახდები კვლავ დიდკაცი,კვლავ სავენახე... გამოიღვიძე, შენში ცოცხლობს თამარის სახე, შენს ღრმა წიაღში განისვენებს ბედი ქართლისა, ვაზო ამოდი წინაპართა ნეშომპალაზე, რათა ჩვენც შევსვათ, მათი ბავშვობა და სალიმაზე.. გამოიღვიძე,მოდი გეძახი ათას წლის შემდეგ, იქნებ დამნაცროს სურნელებამ შენი ტანისამ, იქნებ ჭიუხვმაც შემომძახოს ქართული ლალე და უხუცესმა იაკობმაც,შროშანის თვალებს... წყეულო მიწავ,მიწავ ძლეულო,მიწავ სნეულო. კურთხეულ იყავ! ქართლის დედავ,დედავ ეულო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი