სვეტიცხოველი


ვუსმენ ლოდებს და ჩუქრთმებს 
ნაცნობ ტაძარს ვარ მისული,
ჩემი ცნობით, ახლობლობით 
დარდს მიყვება გულმოსული!

გულმოკლული დაჰქვითინებს
თავის აწმოყო სიავბედეს,
ქვაა მაგრამ კაცს მაგონებს,
ვგონებ,რამეს მიმახვედრებს..

ვიცი,ვხდები რომ ტაძარსაც 
გასჩენია წყლული ჩემებრ,
ისიც ტრფობით დადაგულა
და სიშორე უღრღნის ვენებს..

-ოჰ სიშორე,მე სიშორე 
არ მინახავს ამნაირი.
ნეტავ ვიყო შენებრ წმინდა,
ვიქნებოდი სხვანაირი!

-ოჰ სიშორე,მე სიშორე 
არ მინახავს ამნაირი.
ნეტავ მეც ადამი ვიყო,
ვიქნებოდი სხვანაირი!

ერთურთს ასე დავტირივართ,
გათენდება ვიდრე დილა,
და მზე გვამცნობს,რომ ორივე
ერთმა ქალმა გაგვაწბილა.

თუმცა ცნობა რად გვჭირდება,
თვითონ არის მზეი იგი!
რომ მე კაცსა,და ქვის ტაძარს
გული მისითა გვაქს დიდი!

ჩვენი სული მისით ცოცხლობს,
მის გარეშე აბა ვინ ვართ?!
ასე ერთად მოწყენილნი,
ღვთის ქალაქში ვიდებთ ბინას.

ველით ჩემო! შენს ნათებას,
ვიცი მოხვალ აქვე ახლოს.
და ვერავინ ვერ დაანგრევს
ამ გულში შენს სამოსახლოს.

ვუსმენთ ლოდებეს და გვირელბს
ნაცნობ ტაძარს ვართ მისული, 
ჩვენ სამნი ვართ ქვეყანაზე,
ღვთის წყალობით გულმოსული!.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი