მერანის კვალდაკვალ!


როცა წინდაწინ გაიჭრება,ჩემი მერანი,
და თითქოს ნავალ გზა-ბილიკებს,
მარდად გაჰყვება.

ჩემს სვე-მომავალს დაიგულებს იგი ყორანი,
და მესაფლავეც,შეშლილივით ახარხარდება.

რომ გამიტაცებს მე უმწეოს,უზნეო ლეკი,
და წიწამურთან ძაძისფერი ტყვია დამხვდება.

მე დაჭრილს უძლურს,უნდა შენი ნანა ჩამესმას.
რომ მე ძლიერად შევსძახო ისევ,მერანო ჩემო შენს გამარჯვებას!

მაშინ ამ გზაზე მიმავალათა მოძმეთა ცხედრებს,
შენთან ერთობით გულმოსული
პატივს მივაგებ,

მოვუხმობ ფარისს და ტარიელს,
ძმურად შევსძახებ.
და მათაც ვინც რომ სიყვარულის გახლავთ მდევარი.

გასწი მერანო,შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი ,შავად მღელვარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი