*****


მიწავ ,როგორც ჩანს
ყველაფერი რაც კი შენია,
შენვე მიიქცევ,
ეს ანდერძი დაგიწერია

მიწავ მსმენია,რომ 
ყველაფრის შენ ხარ მშობელი,
რომ ყველა ცოცხალს
შენ უბოძე წუთისოფელი...

მიეც ცხოვრება ყველა ჩვენგას,
მშვიდი და ფლიდი.
და ისე მიგაქვს,რომ 
არა გაქვს არაფრის რიდი.

რომ ყველა მგოსანს,
შენს წიაღში აღუფხვრი სულსა.
და ნუ მოველით ჩენ სხვა მხრიდან
ხსნას,სასწაულსა

რომ განწირულის ხელოვნებას 
ჩაასობ ლახვარს,
და სამუდამოდ დაიმონებ
ჩვენს წარმოსახვას.

და შუაღამეს აფეთქებულ 
,,მთაწმინდის მთვარეს"
შენ გაუმზადებ, გამალებით,
ბინძურ სამარეს.

იქნებ გგონია ?
ჩემს სატრფოსაც მიაწვდენ ნისლებს,
მის წმინდა სულშიც
დაიგულებ,საწადელ ფიქრებს..

მის აფეთქებულ ლერწამივით,
ღვთაებრ მშვენებას,
შენი სიშავე მოერევა,
ნუ გეჩვენება.

მწველ ჯოჯოხეთშიც,რომ 
მომიხდეს ღამის თენება,
მეფისტოფელმაც,რომ 
წამართვას სულის მშვენება..

მას არ დაგითმობ სნეულო  მიწავ,
ნუ გეჩვენება!
მას არ დაგითმობ წყეულო მიწავ
ნუ გემღერება!

ვინც ამიკვნესა დადუმებულ,
ქნარების რითმა..
ის მიწა არასდროს იქნება,
არასდროს... ვფიცავ!!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი