მთვარის აღსარება
ახლა როცა არაფრობა ისევ კარზე მიკაკუნებს... სულში თოვას,იწყებს დარდი თეთრად ღებავს მკრთალ ყვავილებს. ახლა როცა დრომ ფარ-ხმალი, ძველ კონდუქტორს ჩაბაარა. ჩემში რაღაც სევდა იძრა გაცრეცილ გულს შეეპარა. ცა ვარდისფრად გაფერადდა, თუმცა იდგა მორცხვი ღამე, თუმცა ვარსკვლავთ დაჰბურვოდა ღრუბლის შავი ოკეანე.. მთვარე სადღაც მიმალული.. ერთს ვხედავდი მხოლოდ მაშინ. მშვენიერ ქალს გართულს ფიქრში, რომ მოსჩანდა ფანჯარაში.. მას ესმოდა ჩემი სიოს ჩუმი მღერა სიბრძნის მთესი. შიგ სურნელი მწველი,სწვავდა იის,ვარდის, გვირილების. და ვფიქრობდი,ეს სიჩუმე ოდითგანვე გულ მიკაწრავს. დავიბადე და მოვკვდები უსასყიდლო ზრუნვის ნაცვლად. მდუმარება,მარტოობა ღმერთმა დასჯად მომიჩინა. მომანიჭა სიდიადე,გამანათლა და მაჩინა. არ მომნათლა,დამივიწყა არ მიბოძა თავის სული. საუკონოდ მაცოცხლა და არ გამიპო დანით გული. მზის სხვები უხვად მომცა, მაგრამ რადგან სიყვარული არ ეკარის ჩემს არსებას... ვარ ჩემს დღეში გაყინული, და ბნელეთის ვიქმენ შვილად. მხოლოდ მაშინ,როცა მიწა მის შიშივლეს გამოაჩენს. დაიძინებს ყველა ტკბილად, ცის უფსკრული პირს მოაღებს. მაშინ ვჩნდები ჩემნაირი უბედური კაცის ლხინად, რომ გზა კვალი გავუნათო, მივცე ჩემს ქვეშ სნეულს ბინა. ძალზედ ცოტა უშიშარი თუ მოსწვდება ჩემს ზმანებას, და ფურცელბში გაამღერებს საუკუნოს ჩემს წამებას. მაგრამ ამ დღეს სილამაზემ, ჩემს ქვის გუშლიც ჰპოვა ბინა... გამიტაცა ცის თაღიდან, და სიცოცხლე მაგრძნობინა. ეს რა ხდება, მე მარადის გაყინულმა სითბო ვიგრძენ. ფანჯარიდან გამიღიმა, მე გოგონამ ვნებით მწველით. და მომითხრო,რომ ესმოდა რომ იცოდა დარდი ჩემი. შევყურებდი და ვიწვოდი მისი ღვთიურ სილამაზით. და ვხვდებოდი რომ ნათლობა ჩემი შედდგა,მისი თასით. დე მის გამო საუკუნოდ,კვლავ ვიცოცხლო ღამით მარტომ. კვლავ ვუნათო დაკარგულთ გზა, ღვთიური დარდით,ვიდარდო. და როს მოვკვდე , ის ღიმილი ჩემს შავ სულში ლაქად დარჩეს. და ბოლოჯერ მაგრძნობინოს რომ მოიმკი რასაც დათეს. გავანთებ,უცნობ ბილიკს კვლავ მოვტაცებ შხარას ნინფას. კვლავ შავ ზღვაში დავიხრჩობი და გვაყვები ფერფლად მისანს.. ოღონდ შენი საყვარელი,მე არსება ერთი მერქვას. ვიყო მთვარე მე დიდადი, საუკონოდ მთვარე მერქვას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი