******
ირგვლივ სიბნელეა,,ახრჩოლებული მტვრის სურნელ-ნარევ განცდას, ერთიანად მოუცავს მუშტის ოდენა გული,თუმცა თუ ეს გულიც ისეთივე თლილი და ნაზია,როგორც ერთად შეკრული თითები ის არა თუ ფეთქვს,არამედ როკავს...ისევ სიბნელეა და მართალია რთულად,მაგრამ მაინც გაირჩევა ერთნაირად გამოწყობილი, დიდ უთავბოლო ფარდას აფარებული ქალთა მწკრივი, ყველა მზადაა ვიღაცას რაღაც დაუმტკიცოს და აჩვენოს მთელი თავისი ნიჭი თუ გრაციოზულობა,,ჩემი ფიქრი კი ისევ მწკრივის შუაში მდგარ თლილ თითებიან გოგონას ევლება გარს,რამდენი განცდა იმალება მის სულში და ჟანგბადივით ეფინება მთელს სხეულს, სხეულს,რომელიც მისი შემოქმედებით აღსავსე სულის ჭურჭელია. ის მთლიანად ხელოვანია, ხელოვანი, რომელსაც უკანასკნელად მთელი ძალით აქცევს საკუთარ კლანჭებში მურტალი მიწა, რადგან მას შეუძლია გაფრინდეს, დიახ, ხელოვნებისგან ნაბოძები ფრდებით გაფრინდეს..ძალიან შორს ვარ, შორს... მისი ზმანება,ალბათ ცოტათი ყვითელ თვალებზე გადამკვრია და სულს ჭეშმარიტებას უზიარებს. სივრცეში გაბნეული ბგერები გოგონათა მწკრივს სამჯავროსაკენ მიიხმობს სადაც ყოველივე უნდა განიფინოს, როკვა 1წამით წყდება,თლილი თითები მაღლა იწევა და ყველა კუნთი ერთიანად იჭიმება... ირგვლივ სიბნელეა, თუმცა არა ირგვლივ სამყაროა, სამყარო, რომელიც მუხლზეა დაჩოქილი...მის ზმანებას მთლიანად დაუპყრია ჩემი სხვათაგან უმცირესი არსება და მონად უქცევია დარბაზიდან შეძახლიებიც ისმის ,,ბის",,ბრავო" ,სამყაროში კი ერთიანად შეიგრძნობა გენია, რომელიც მუშტის ოდენა გულის როკვამ განფინა..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი