დამალეთ საქართველო!


დამალეთ საქართველო..
ქვეყანა სადაც უიღბლო არტისტები მხოლოდ თეატრებში ქუხან,უხმო მომღერლები გულში კვნესიან და ასოთამწოყებლთა ნაცვლად,,ნამდვილი მწერლები ემალებიან აწ უკვე ოკუპრიებულ მზის შუქს..
დამალეთ! დამალეთ!
დამალეთ ვაჟკაცები,ბედისწერისგან გაწირული გმირები,ხმადაკარგული დედები,შვილდაკარგული მამები და სასიკვდილოდ,განწირული გარდასულ დროთა ცოცოხალი მოგონებები,დამალეთ მოხუცები! 
დამალეთ!
დამალეთ, აგვისტო,9აპრილი; დამალეთ აფხაზეთი ზღვითა და მთით,თვალში გაყრილი თვალით და სულს განშორებული,უგულო ისტორიით.
დამალეთ! დავითიცა და მისი ,,ძლევაიც საკვირველი",უკანასკნელი ამოსუნთქვა სიკვდილის წინ; უკანასკნელი ქართული,ერთიანი, ეროვნული ზნის გამოძახილი. 
დამალეთ! თამარი,შუშანიკი,ქეთევანი,შოთა და ილია,ყველა დიადი და ზვიადი.ზვიადიც დამალეთ!
დამალეთ! შინდისი,სინდისი,ალავერდი,სვეტი ცხოველი...დამალეთ დიდოსტატი! ღვინო და ქალი.
დამალეთ ქართველებო ! 
ჩვენი შნო,ნამუსი,ძალა,შემოქმედება,სიყვარული... ვაზიც დამალეთ. ზღვაც, მთაც,ნადიცა და კრიმანჭურიც,,კოჯორიც და ტაბახმელაც..
გულში ყველაზე ღრმად დამალეთ ქართველობა,ჯერ ისევ შემორჩენილო ქართველებო ვინაიდან ,,არა არს დაფარული,რომელიც არა გაცხადდეს".

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი