როცა სათქმელი უფრო მეტია
როცა სათქმელი უფრო მეტია და უთქმელობით გული სივდება, ფარსში თამაშდება კომედია, ცეცხლი იღველფება და შანსი მცირდება.. ჩათვალე, დაგეკარგა და დაგებნია ქარში ამულეტი მზის თესლებად. შენი სიცოცხლე ნაღველნაგემნია, იმედებს თუ დაიფენ ლექსებად! როცა ფერებში ტყდება გამმები და ღამეებიც უფრო თბილია, მკვრივი სიშიშვლე, მონაზმანები, ლამაზმანებისგან, მხოლოდ მორფინია! მოლბერტს, ფუნჯებით გათხუნულს, უწოდებ მთვარეულ გადაცდომებს; ღილებს ვნებით შეხსნი ბნელში ქალს გათხოვილს, ვინც მღვიმურ ღამეში გავლას თუ განდომებს. ... როცა სათქმელიც არაფერია, დარაბებიდან ვერ აღწევს სხივიც. ფეხზედ გკიდია სარა და ფერია, უზალთუნები შენი და სხვისიც!.. 2014წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი