შენ არ ხარ ევა


შენ არ ხარ ევა, მაგრამ ხარ ქალი,
მაგრამ ჩემს თვალში ესეც ნაკლია...
დაბადებიდან გაქვს ჩემი ვალი...
მე ხომ შენს გამო ნეკნი მაკლია...
ხუმრობა იქით, მე შენ მიყვარხარ
მოცილებული ჩემს სხეულს ძვალი,
ყველა ნეკნს დავთმობ იმ ერთის გარდა,
რომელსაც ღმერთმა უწოდა ქალი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
ნიკოლოზ კალანდარიშვილი კაცური კაცი1 კვირის წინ

მიყვარს ეს კაცი. ილია ჩემი ხმა ხარ 🍷❤️

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი