მე რომ შემეძლოს


მე რომ შემეძლოს ფუნჯით და კალმით
გამოვხატავდი სულით დაგებას,

მე მოქანდაკე რომ ვყოფილიყავ
შევქმნიდი მხოლოდ შენს ქანდაკებას,

ან და მწერალი რომ ვყოფილიყავ
რომანს დავწერდი შენზე იმხელას,

მე მომღერალი რომ ვყოფილიყავ 
შენ მოგიძღვნიდი ყველა სიმღერას...

მეფე რომ ვიყო, მეფეთა მეფე
გადედოფლებდი მე შენ დალებთან,

ან საიქიოს რომ განვაგებდე 
არ მიგიშვებდი იმის კარებთან 

და არ გეგონოს, რომ საფასურად
ჩემს შეყვარებას დაგაძალებდი,

ბედი რომ მქონდეს როგორიცავარ
ასეთ უბრალოს შემიყვარებდი.

ილია ლაზიშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი