მიდიხარ
- გამარჯობა. როგორ ხარ? შენ- გამარჯობა. კარგად. მე- არა მიშავს, რას შვები? დროს ბანალურად ვკარგავ. მაინ როგორ უჭირს ადამიანს მაინც როგორ უჭირს ხედავ? რაღაც გაგრძნობინოს სულიერად სიტყვით თუ ვერაფერს ბედავს. მე- სხვა რას შვები მითხარი შენ- რას უნდა ვშვებოდე აბა? ქარში არეული თმები შენი კი გაისწორე კაბა... მე- შენ არაფერს მეტყვი? შენ კი გაისწორე თმებიც. უკვე მერამდენ ვუმზერ ღმერთო, მერამდენედ ვთვრები. მე- ალბათ, სჯობს რომ წავიდე შენ- მიცინი და დგები. ქურთუკს მოგაფარებ ჩემით პასუხს უთქმელადაც ვხვდები მე - თავთან ვრჩები, გულზე ჭრილობებად, მარილმოყრილი რომ დამრჩა იარები ღმერთო, ვეღარასროს მის ლამაზ ტუჩებს ვიცი სიკვდილამდე ვერ ვეზიარები... ილია ლაზიშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი