მსოფლიო საოცრებები
მსურს დაღამება გათენების გარეშე მორჩეს ნეტავ ძილის დროს ეგ ღიმილი დამესიზრება?! მსურს სიყვარული ბაბილონის ბაღებს რომ გავდეს, რადაგან იგი საოცრებად მოიაზრება... შენ ბავშვურ კითხვებს არ ეშვები. არა და არა! და ისევ მკითხავ თუ გიყვარვარვარ ძლიერ ყველაზე... ჩინეთის კედელს ვერ გასცდება ჩემი ხელები... მაინც გავშლი და გიპასუხებ, რომ ამხელაზე! არ მსურს რომ ღამემ კვლავ მარტივად გადაიროს, რომ თუნდაც სტორფის ვერ მოვასწრო დაწერა ერთის. უმისამართოდ შენთან ერთად ვიფრენ, ვიყვირებ... ოღონდაც მწამდეს რომ სიყვარულს სიგიჟე ერთვის! მსოფლიოს ყველა საოცრებას მოვინახულებთ, ჩვენ უეჭველად გადავუფრენთ, ვფიქრობ, თაჯ მაჰალს. ჩვენ კარგად ვიცით, სიყვარული სულ ნამდვილია. ეიფელიც კი ვერ შესწვდება მის ძალას, მაღალს. მსურს დაღამება გათენების გარეშე მორჩეს და გათენება არ მეღისოს დაუღამებლად... ვცდილობ ვიცხოვრო მე ამ ქვეყნად, ისე ვიცხოვრო რომ არაფერი არ მიღირდეს გარდაცვალებად... არ გავიღვიძებ ქალბატონო, არ გავიღვიძებ... ძილი ყველაზე უხიფათო რამე ქვეყნად. რადგანაც მხოლოდ იმას ვხედავ, რაც მინდა მწამდეს რაც მინდა მხოლოდ არსებობდეს ამ ცოდვილ ქვეყნად! იცი არ მჯერა მე მსოფლიო საოცრებების, იმაზე დიდი საოცრება რა მაქვს მითხარი. შენ უსასრულო თვალებში რომ ჩაგხედავ წუთით მხოლოდ ეგ მზერა შემრჩებაო დასაფიცარი. მსურს დაღამება გათენების გარეშე მორჩეს ნეტავ ძილის დროს ეგ ღიმილი დამესიზრება?! ვერა... რადგანაც ფერად სიზმრებს,ვწუხვარ, ვერ ვხედავ, იქ კი ეს გრძნობა სულ შავ-თეთრად მოიაზრება... 10. 06. 2016
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი