არა რასიზმს!


მზე ხომ ყველას ერთნაირად გვანათებს
და ხომ ყველას ერთნაირად გვათბობს?!
რად ეპყრობით ადამინს მხოლოდ ისე,
მხოლოდ ისე როგორც თვითონ გაწყობთ?!

შავკანიანს შევხედავ და ზიზღი მაქვსო,
რა შენსავით არ უბრწყინავს თვალები?!
ნუ გგონიათ რომ ვინმეზე მეტი ხარ და
ნუ გგონიათ ხართ ვინმეზე ნაკლები.

თანასწორია, მეგობარო, ადამიანი...
ღვთის არსებაა, გაჩენილი ბუნებისაგან.
რად უნდა გძულდეს მხოლოდ მიტომ ადამინი,
რომ განსხვავდება ეროვნების და ფერისაგან.

შავი და თეთრი ვარდები ხომ განსხვავდებინ,
მაგრამ თუ მოსწყვეტ საბოლოოდ დაჭკნება ყველა.
აი ასეა ყველა, ყველა, ყველა ადამინი
ჩვენ ვჭკნებით, ვჭკენბის საბოლოდ, სწარაფად თუ ნელა.

ყველას თავისი ცხოვრება აქვს, მისას მიხედოს...
და კანის ფერით ნუ გადაწყვეტთ ნურასდროს რამეს,
მე ისე მტკივა რასისტების უაზრო ბრბო რომ
რომ მასზე ფიქრით ვეგებები ალიონს, ღამეს.

დილით კი ისევ საზარელი ამბავი მხვდება.
ადამიანი ჩაქოლეს და რომ მოკლეს ლამის.
გამოფხიზლდით და თანაგრძნობა გამოაღვიძეთ
უთხარით არა მეგობრებო, გთხოვთ არა რასიზმს!

თქვენ შეიძლება ამის გამო ჩამქოლოთ კიდეც
მაგრამ ყოველთვის იმას ვიტყვი რაც მინდა გულით.
ადამიანებს კანის ფერის გამო რად ვჩაგრავათ,
თანაც ისე რომ, სამწუხაროდ თითქმის ზედ ვუვლით.

სამწუხაროა რომ წარსულიც იყო ასეთი,
ზანგი ყოველთვის მონააო_ სულს კი არ ყიდის!
მათი ცრემლები, მათი გული მსგავსია ჩვენის,
შავიც და თეთრიც საბოლოოდ ჭკნება და მიდის.

მზე ხომ ყველას ერთნაირად გვანათებს
და ხომ ყველას ერთნაირად გვათბობს?!
ჩვენ ხომ გული ერთნაირად გვიცემს,
ალკოჰოლიც ერთნაირად გვათრობს!

ჩვენ ხომ ყველას ერთნაირად გვძინავს
და ხომ ყველა ერთნაირად ვნატრობთ.
მათ ჩვენსავით უყვარდებათ, ხოდა
იქნებ მოდით, ვინმემ გადამათროთ...

შავკანიანს შევხედავ და ზიზღი მაქვსო,
რა შენსავით არ უბრწყინავს თვალები?!
ნუ გგონიათ რომ ვინმეზე მეტი ხარ და
ნუ გგონიათ ხართ ვინმეზე ნაკლები.

2016

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი