ლავიწები


თვალები კოსმოსს უსასრულოს მიგიგავს ხოლო
ეგ შენი თმებს მეტეორის ნაწვიმარია.
მე მთვარესავით ჩემთვის ღამით ვანათებ მხოლოდ
ვარსკვლავების კი მარტო დათვლა არ მიხარია. 

თითქოს ანათებ მერე ცაზე წყდები ისევე
როგორც ფრინველი ფრთადაჭრილი ეშვება მიწას.
ჩემი ფიქრები შენს გონებს ისე მისდევენ
ვით შეჩვეული ძაღლიაო და პატრონს იცავს. 

რა მოხდებოდა დაგვესახა ერთურთი მიზნად.
წიგნები, ღვინო, ხის სახლი და ერთი ბუხარით.
ჩვენ თუ ერთმანეთს ყოველ ღამით ვნახულობთ სიზმრად
რატომ გვერდიგვერდ არ ვიღვიძებთ, ვინმემ უთხარით

თუ რატომ მინდა, ჩავჩურჩულო ძილინებისა
როცა დაწვები, მე ოთახში შუქი ჩაგიქრო
და მთვარესავით განათება თუკი მეღირსა
ეგ ვარსკვლავები ლავიწებში უნდა ჩაგიწყო

ილია ლაზიშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი