ბედნიერება წვრილმანებშია


ძმაო ცხოვრებაში ყველას უყვარდება,
ყველა სულიერის საზრდო ამაშია...
დღეს კი სიყვარული არის მოდაში და
უსიყვარულობის თითქმის განგაშია!

გიყვარს? აკოცე! ხელი ჩაჰკიდე
გადაატარე ცხრა მთა და მერე...
მერე თუ გინდათ მზეზე გაფრინდით,
გადაიარეთ მტკვარი და ვერე.

ვიცი რომ გიყვარს! ხედავ უყვარხარ,
ხომ გრძნობ რომ იგი თითქმის შენშია?!
ხოდა ადექი, ხელი ჩაჰკიდე
ბედნიერება წვრილმანებშია.

ას ვარდს ჯობია ერთი აჩუქო
და ბოლო თეთრით იყოს ნაყიდი.
გულს ვერ მოხიბლავს ბრილინტები,
ბაღში უყიდე სადმე ნაყინი...

გიჟი იყავი, გადარეული,
არ მოგიხდებათ ერთფერონვნება.
მოსაბეზრებლს ნურაფერს გახდით...
გაბითურდება ყოველი ვნება.

გიჟი იყავი, გადარეული
რომ დაემსგავსო ამინდებს მარტის.
ისიამოვნე ყოველი წუთით
და გამოსავალს ნუ ეძებთ მარტივს.

მეტი რა გითხრათ ამ სიყვარულში,
ბევრს მე ვერ გირჩევთ, ჩვიდმეტი წლის ვარ.
და მეც თქვენსათ დავეძებ პასუხს,
კითხვზე: სად ხარ? კითხვაზე: ვინ ვარ?!

20. 05. 2016

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი