ოქტომბრის-ეული


მე ვარ ზამთარი და ვეჯექი გაზაფხულს თვალწინ, 
იმ დღეს თვალებთან უფრო ახლოს ვერ მოვიწიე,
ვგრძნობდი ვკარგავდი ჩემი თავის უდიდეს ნაწილს
როცა ჩემს გამო ერთი ღერით მეტი მოწიე.  

არვიცი რატომ შემიყვარდი ასე ძალიან 
ყველა ფანტელი რომ ადნება გაყინულ ტუჩებს 
გაფითრებული სიზმრებისგან დილაადრიან 
სხივს ვეფიცხები შენი კი წვიმასაც ერთ რამეს ურჩვს,

რომ იქნებ ერთხელ მასეირნოს წვეთებთან ერთად
ჩემი ამინდი შენი თვალის იყო გახელა. 
მანამდე სანამ ამ სამყაროს ფერებით ვხედავ 
შენი თითები გამათბობდა, მაგრამ მაგ ხელმა  

სხვის მაჯაზე ჩაკიდებულს რომ მოეხვევა. 
პატრა ბავშვის დატუქსული გულივით მიძგერს 
კაპილარებში ჩემთვის ყველა გრძნობის მოხვევა
მსურს შეცდომები ჩემს საკუთარ თავშივე მივხვდე.  

რადგანაც გახლდით სიმთვრალეს და სიფხიზლეს შორის
 სანამ მე ღვინო დამათრობდა ღიმილზე უფრო. 
ვიდექი სადღაც წარსულსა და მომავალს შორის 
და ეს შუალედი ვერ მივიღეთ ჩუმად და მყუდროდ.  

ეს ყველაფერი რომ არ მეთქვა მე  მოვკვდებოდი,  
შენს თვალებს ვფიცავ და გაზაფხულს მარტად ვუდგები. 
საქმეც ისაა რომ აქამდე ვერც კი ხვდებოდი,  
როცა ცხოვრებას ერთი სიტყვის ფასად ვუნდები.  

თუ ყველაფერი ჩახუტების ფასად არ დავთმე 
მისი არქონით შეიძლება გავყინულიყავ 
ახლა კი მოდი და წვიმები ისევე მართე 
როგორც გრძნობები, მაგრამ ერთხელ რომ მოსულიყავ...  

რა იქნებოდა, მე ვეჯექი თვალწინ სიწმინდეს 
მისი თვალები როგორ გითხრათ... იყო ღმერთივით  
და წამწამებმა ეგ ცრემლები რომ მოიწმინდეს 
დავრჩი ჯიბეში მიგდებული ღერი კენტივით...  

მე ვარ ზამთარი და ვეჯექი გაზაფხულს თვალწინ, 
იმ დღეს თვალებთან უფრო ახლოს ვერ მოვიწიე, 
ვგრძნობდი ვკარგავდი ჩემი თავის უდიდეს ნაწილს 
როცა ჩემს გამო ერთი ღერით მეტი მოწიე. 

ილია ლაზიშვილი (2017) ოქტომბერი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი