ყველაფერი გაპატიო
ღამე ყველაფერი ისე ფერადია, როგორც სიზმრებია უშენოდ შავ-თეთრი. მთვარე სიყვარულის, ღამე პოლარული. უშენოდ ქალბატონო არ დამრჩა არც ერთი... ერთი კალამი მაქვს ჯიბეს მიგდებული და თქვენზე წერით მალე სისხლი გამოეცლება. თუ თქვენთვის ისევ ნაცნობია ჩემი ლექსები, იქნებ ოდესმე გაგახსენდეთ... თუ მოგეცლება... თქვენთან მზე ანათებს, ყვავილობს მადამ... მე კი ღამეები მიდგას დაზაფრული... მალე გადაივლის ალბათ შემოდომა, მინდა თქვენთან ერთად შემხვდეს გაზაფხული. ასე მერამდენე ზამთარს გადავიტან?! ფიქრი, ნაბიჯები დამაქვს არეულად, ხელი ჩამკიდე, მიშველე მადამ... ღამე დამატარებს მისთვის მთვარეულად... რახანია დამარცვალდა ეს გრძნობები, შენ ჩემდამი რომ იჩენდი აპათიებს. არ მაქვს ძალა ყველაფერი გაპატიო და ამიტომ არაფერს არ გაპატიებ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი