ლექსის გამო შემიყვარებ?!


ამ პატარა ლექსის გამო შემიყვარებ? არა, არა!
სხვა კაფეში დაგპატიჟებს, შენთვის იქნებ ესეც კმარა.
მე კი იმედს ჩაგისახავ, ჩემს სიყვარულს დროც ვერ წაშლის.
ის რომ ვარდებს დაგიკრიფავს, მიგატოვებს ხელებგაშლილს.
მერე ისევ მოვა გეტყვის, რომ უყვარხარ ძლიერ, ნაზად.
მისი სიტყვის ისევ გჯერა, ჩემს ლექსებს კი არც თვლი ფრაზად!
მოვა, მოვა და მოგიტანს ვარდებს, ანდა ნახ ყვავილებს.
მე კი შენ გიწოდებ ყვავილს და ჩემს სიტყვებს თავს არიდებ?!
მინდა გითხრა რომ მიყვარხარ, ნეტავ როგორ დაგომტკიცო?
შენ პატარა აღარ ხარ და როგორ დედა დაგიფიცო?
გადის დრო და მეუბნები რომ გიყვარვარ სასწაულად,
რომ აღარ გსურს სხვისი ვარდი, შენთან მინდა დამალულად.
მე კი მჯერა შენი სიტყვის! მიმატოვებ? არ მგონია,
სიყვარულს რომ მპირდებოდი მე თვალები სად მქონია?
ახლა სულ სხვამ მოგაკითხა, მგიტანა ასი ვარდი,
მე კი ამას სულ არ ვჯავრობ რომ უბრალო არ გიყვარდი.
იქნებ ღმერთს ხომ ასე სურდა, ჩვენი გზები კვლავ გაიყო.
იქნებ ჩვენი სიყვარული, ძველებური აღარ იყო.
მე კი აღარ მიყვარხარ და ამას აღარ დაგიმტკიცებ,
არც პატარა აღარ ხარ და აღარც დედას დაგიფიცებ!

2015

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი