გახსოვს!?
გახსოვს? ის თეთრი ღამე მაჩუქე ცაზე ვარსკვლავთა მსგავსი გახსოვს?სამოთხე გათენებამდე ლტოლვილ მთვარეზე დაგსვი, გახსოვს? სიზმარი ცხადში თეთრი ღვინივით გასვი, ლოდინით გაიჟღენთა ლოთი მონატრება ლტოლვა დაგეძებს გალაქტიკებში გადარეული დუმილი მტკივა კვლავ დავიკარგე ღამის მკლავებში, მარტო მთვარე ცას შიშით ეხება ნაშიმშილევი ლტოლვის ფერება მშიერ სხეულზე ლოთი ცრემლი სდის მდუმარე ღამის ჭლექი შეხება, კვლავ გავათიებ ამღამესაც თეთრად გარეთ სიჩუმე ტკივილზე ამბობს თეთრ მონატრებას შავად შევღებავ და თეთრ ღამესთან ვიცეკვებ ტანგოს, ყველაფერი მაქვს რაც არ მჭირდება მე აღარ ვიცი სხვა გადარჩენა და რაც მჭირდება უკვე მჭირია აღარც გლოსტერად მინდა დარჩენა, შავი ოტელო კვლავ მეტოქეა და მდუმარეა კვლავ დეზდემონა ეს ღამეც ისევ უშენოდ ვათრიე თეთრად გავათიე, რაც არ გაპატიე სევდა მთვარეზე ვერ დავატიე გულში დაგატიე, როცა მოვკვდები მაშინ მაპატიე. ილო✍️
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი