გაზაფხული


გაზაფხულზე უხვად ყვავის ია
გაზაფხულზე მზეს შესცქერის ვარდი,
დაესხმევა შემოდგომა ფოთლებს
და ბაღებში ხეთა მწკრივი თანგი,
ზამთრის სუსხი მოეპარა ისე
და, მეც დაღლა შევიგრძენი მყისვე
და, ხეები დგანან ისევ ისე
ნუთუ იქნებ მისტირიან ვისმე,
თეთრი ფიფქი დაეშვება ციდან 
გამეცალე ჭაღარაო გზიდან,
გული ისევ ვარდის სურნელს ელის
და ეს გრძნობა ჩამოგორდა მთიდან?
და ეს გრძნობა ყვავის როგორც ია
არ უდრკება ზამთრის სუსხს და ნიავს ,
მე ჭაღარა შემეპარა ისევ
გაზაფხული მოვა ისევ ისე
შემოდგომა დაესხმევა ფოთლებს
ზამთრის სუსხი ქანც გაგვიწყვეტვს ისევ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი