ფიქრებს ათოვდა


გადაღლილ დღეთა ღამის კოშმარი
გათენებამდე ფიქრებს ათოვდა,
ეს მერამდენედ დაიგვიანე
ეს მერამდენედ კვლავ მარტო დავრჩი,
მოგიყვებოდი მთვარიან ღამეს
წმინდა ცრემლებით გულს განგიბანდი,
ზღვაზე გეტყოდი, ტალღებზე ნავზე
რომ არყოფილა მირაჟი არა,
გეტყოდი ისევ მკრთალ ალიონზე
მე სიბნელეში როგორ დამქონდა
გადაღლილ დღეთა ღამის კოშმარი
გათენებამდე ფიქრებს ათოვდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი