წიწამურთან


ჩემს წილ ბოსტანს მე გავმარგლავ
ნარ ეკალი რომ შემომევლო,
სარეველებს ამოგიყრი
ისევ რომ გამოჩნდეს მდელო,
ჩემს წილ სევდას დაგიმარხავ
სხვას რომ აღარ დარჩეს ლელო,
ჩემს წილ ტკივილს შეგინახავ
ჩემი სუნთქვა შემოგევლო,
წიწამურთან კვლავ ისვრიან
დაჭრილ არწივს რით ვუშველო,
სადაურსა სად წაიყვან 
გაყიდულო საქართველო..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი