გადავიფიქრე


ვერა ვეღარ წავალ ლელო
გადავიფიქრე,
მე აქ ვჭირდები ჩირე წამებას
მე წუთი სოფლის დედა ვატირე,
როცა მართლა წავალ არ დაგავიწყდეს
არ დაგავიწყდეს გთხოვ დამიტირე, 
მე აქ მირწევდნენ აკვანს აქ მინდა კუბო
მიწა და რეჭი ცა ზღვა და მდელო
მე აქ მიმღერდნენ ნანას სხვა სადღა მევლო,
არ სად არ ყვავის როგორც აქ ია
ზოგჯერ აქ ზამთარშიც გაზაფხულია,
სული რას გაჰყვირის მას გეუბნები
ნაჭრილობები გახსოოვს?
შენგან ნასროლი ტყვია,
მიმძიმს განშორება შენთან
დარჩენაც მიმძიმს ლელო,
ვერა ვერ წავალ გადავიფიქრე
ნატანჯო საქართველო
მე აქ ვჭირდები ჩემს წილ ჯვარს ვიღებ
მე წუთი სოფლის დედა ვატირე,
როცა მართლა წავალ არ დაგავიწყდეს
არ დაგავიწყდეს ჩუმად მიტირე..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი