გაიღიმე


გაიღიმე როდესაც გაგცეს 
როცა გაგწირეს როცა დაეცი,
დამალე ცრემლები
და ყველა ტკივილი,
გაიღიმე ისე რომ მორჩეს იარა,
გაიღიმე ისე რომ ჰგავდეს
სიმართლეს,
გაიღიმე ისე რომ დარჩეს რწმენა
დარჩეს ნათელი,
გაიღიმე რომ დარჩეს სიცოცხლე,
სდუმდეს ტკივილი
გაიღიმე რომ მორჩეს გოდება
ისე გაიღიმე რომ გაქრეს
მოკვდეს სიკვდილი..
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი