სთქვი


სთქვი რომ ქალი ხარ 
და ტარიელიც ისევ ტირის,
ცრემლივით გული
მდინარედ იქცა,
სთქვი რომ ქალი ხარ
ვარდი დილის ნამს როცა ატარებს,
სთქვი რომ ქალი ხარ 
მზეც რომ,
შენი ჩრდილის ქვეშ
მზერას აფარებს,
სთქვი რომ ქალი ხარ,
და ჯოჯოხეთი ფიქრები შენზე
შენს სამოთხეში გაინავარდებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი