მირაჟი


მე შენ მოგიფიქრე მთვარიან ღამეს,
მე! მე მოგიფიქრე არ არსებულო,
მის შემდეგ ხარ ჩემდა ნუგეშად
მწუხრის ფიქრების ჩემის მხლებელო,
იმედი არის და არა იმედიც
ფაქიზ გრძნობათა შემწყალებელო,
მე მოგიფიქრე როგორც არავინ
შენ ბრძოლათა ჩემთა ბრმა მბრძანებელო
მთვარიან,მთვარიან ღამეს
დავუყვები მე ზღვის ნაპირებს
აღარ მთავრდება შიშველი პლაჟი,
მე შევიცანი შენში არსება,
მთვარიან ღამეს რომ ხარ მირაჟი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი