შევეჩვიე
შევეჩვიე წვიმას,შევეჩვიე თოვლს და ქარს, მე ავდარში დავალ და დავეძებ დარს, შევეჩვიე ტანჯვას,ვერ შევეჩვიე ქალს, გულში სევდა დაგროვილა, ავად ყოფნას ჰგავს, მეგობარი არსად, გულს წარსული რთავს, წერას ვიწყებ სევდით, და თუ ლექსსა ჰგავს, მარტო გულის ტკივილს აზრთა კონის მთას თანამგზავრად კალამი და ფურცლები მყავს, და ჩივილი სულის სიმარტოვეს კლავს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი