სხვაგვარი
ხანაც მრისხანე, ხან კი ნატიფი ხანაც მღელვარე,ხან კიდევ მშვიდი, რაღაც სხვაგვარი, ერთობ ირიბი მიყვარს მე მუხა და ხე ტირიფი, ხან მხნედ შევცქერი ხანაც დავსტირი, ვგრძნობ შემეყარა ვითარცა ჭირი, დავითვლი თვეებს თერთმეტ-თორმეტი სევდამ გადარია მთვარის სონეტი, მთვარე,მთვარეც ეული, მშვიდი არასდროს არის პოეტი, მიყვარს ხე მუხა და ხე ტირიფი, რაღაც სხვაგვარი, ერთობ ირიბი ხან მხნე ჰანგები, ისევ ცრემლები, და მღელვარებით ისევ მივსტირი, ვგრძნობ შემეყარა ვითარცა ჭირი,
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი