...


გულის ცრემლები სულში იღვრება
ტბად გადიქცევა იბრძვის იხრჩობა,
რისხვა და შფოთი გრძნობებს გათელავს
და სიმარტოვის მონა გახდება,
გაიბატონეს გრძნობებმა ისევ
თავო ტანჯულო ფიქრი გერევა,
ღამე ჯოჯოხეთს თუ ვესტუმრები
დღისით სამოთხე გადამერევა,
სულში ეჭვის ჭია გაჩნდება
და გულს დაჩაგრავს ბოღმა ფარული,
მე სევდიანი დავივლი ქუჩებს
და არ არსებობს სხვა სიხარული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი