...


თუმცა, ამბობენ, ყვავი სამას წელიწადს ცოცხლობსო,
მაგრამ განიცდის კი იმდენს, რასაც პეპელა სამ დღეში?!"
გოდერძი ჩოხელი.
------------------------------------------------------------------------------
შავი ყორანის სამასი წელი
მარტო წლები რომ გაატარა,
ეული ფიქრი ღამეს ათეთრებს
ცივი ზამთარი ჩუმი ჭაღარა,
თეთრი ფიფქივით არის ფიქრები
ხეებს ფოთლები შემოაპარა,
თეთრი ფიფქივით
ცოცხლობს პეპელაც🦋
ფიქრებს ფერები შემოაფარა,
შავი ყორანის სამასი წელი
გადაიფრინა და დაამთავრა..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი