სვავნი


მგლების სადარაჯოს ვიყავ
თეთრ ბაირაღებს ვეძებდი,
არწივთა ბუდეს მივაგენ
ვერც ერთი ვპოვე ცოცხალნი
კლდეს მიაჯაჭვეს ამირან
სვავნი მათ მძორსა კორტნიდნენ
ტარიელს ქაჯეთს მარხავდნენ
ურჯულონი და რჯულ ძაღლნი,
ვეფხვებს დავხედე შიშითა
ტურებსა დამსგავსებოდნენ,
ვაი დაჭრილო მთის გულო
რომ იყოს ერთი უფლება
სთქვეს ერთხელ ლომთა ხვედრია
თავისი თავის უფლება,
ვაი ვეფხვსაც და მოყმესაც
დედა დასტირის ერთია,
ვაი წინაპართ მთვარეო
სჯობს სიცოცხლესა ლეშივით
ცოცხლობდეს ცივ სამარეო,
ცად ვარსკვლავნი რომ მომწყდარან
ქაჯად ქცეულნი მზდნევნიდნენ,
მგლების სადარაჯოს ვიყავ
სვავნი მათ მძორსა კორტნიდნენ..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი