ისევ ისე


ქისა ვერცხლით ძალაშია
სხვას განა აქვს რამე ფასი?
ღარიბ სტრიქონს ვთხზავ უფასოდ
დაიკიდეს მუშა კლასი,
გადამთიელს გადვაბრალეთ 
თვითონ ვიძირებით ტბაში,
თვით იესოს პირდებიან 
ისევ ისე გოლგოთაში,
დღე იუდას ქადაგებენ ღამე კიდე სამებაში,
ქისა ვერცხლით ძალაშია
სხვას განა აქვს რამე ფასი?
კვლავ ისე ფასობს იუდას ვერცხლი
ურჯულოებთან დებენ ქარტიას,
მრევლი ბოგანოდ გადაიბირეს
ჰაშიშის სუნი ასდის მანტიას,
აქ სანაგვეა,აქ სანაგვეა
ბინძურ ნარჩენთან გდია სიგიჟე,
ყიდვა მოსყიდვის გაიხსნა ცენტრი
ფეხზე ჰკიდია ბერს და პარტიას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი