ეულად
გადმოვანთხიე ფურცლებძე გრძნობა კალმით მე ტკბილი შხამი, გადმოვანთხიე ულევი წყარო, ფურცლებზე სულის ნამი რადგან დღეს ღამე ვეღარ ელევა რადგან სიცოცხლეს სიკვდილი ახლავს, რადგან ფიქრებს ჩემს დარდი ერევა, მათში ვერავინ ვერ ჩაერევა, სიცოცხლე ტკბილი შხამია ცხოვრება ჩემი უბრალოება, კვლავ მარტო დავრჩი კვლავ გამახსენდი, კვლავ გაიღვიძეს ეხლა გრძნობებმა, ცხოვრება პატარა მეტეორია მიწა ცის ცქერით გადაირევა, ოცნება დარჩება ოცნებად მთებს შემოუფრენს ნაზი ფერია, ვერ გაიმეტებს სურვილს ყოვლისას ფიქრები ჩემი ცას შეერია, ჰოი მუდარების ლოდინის წლები და ეს წლებიც ხომ წამიერია, თოვლის ფიფქები თეთრია ვიცი კაბადონიდან იფრქვევა წვრილად ჩემი ფიქრები დიდია შენზე ისიც ფიფქივით არის ეულად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი