...


საათმა დარეკა შვიდჯერ
და საღამოა საათის შვიდი,
პოეტი მუდამ მშფოთვარე არის
პოეტი არასდროს არ არის მშვიდი,
მუდამ მწუხარე და დარდით სავსე
სხვა სატკივარი არც იყო მეტი,
და ამ ფიქრებში საღამო მიდის
საათმა დარეკა უკვე თორმეტი,
სიცოცხლე მიჰქრის საათი რეკავს
მშვიდი არასდროს არის პოეტი,
წუთია სოფელი წუთით ფიქრები
მტკივანა გულმა სულიც ატირა
მაცალე წუთი ნუ მეტყვი არა
ვიცი ფიქრები მარტო არ კმარა
ჩემი აფრებით მარტო ვერ ვივლი,
მაცალე სიკვდილი ნუ მეტყვი არა
მაცალე წუთი წუთით ფიქრები
მწარე სიმართლე და ცრუ სატირა,
წუთია სოფელი მაცალე წუთი
მტკივანა გულმა სულიც ატირა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი