რამ გადამრია


ასე მგონია ისევ ქარი ქრის
შენ მეუბნები ჰოი რა დარია,
ასე ვგრძნობ თითქოს 
ყინულზე ვდგევარ,
სითბო შორს ჩადგა
კვლავ ზამთარია,
შენ მეუბნები რად ჭირვეულობ
გახედე ნახე ჰოი- რა დარია,
ასე მგონია ისევ ქარი ქრის
მაშ თუ დარია რამ გადამრია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი