სხვაგან აღარსად


ერთი ტოტიც აღარ ირწევა
ერთი ნაღველი ბებერი ქარის,
სადარის თეთრი აფრები
ორ ზღვა შუა
ორი ნაპირის,
სადარის სადარო
სადარო სადარის,
ავდარის დარის
მთისა და ბარის
მზისა და მთვარის,
გმირის ლაჩარის
ცოცხალის მკვდარის,
სადარის სადარო
სადარო სადარის
სხვაგან აღარსად
არსად არ არის..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი