უსიყვარულოდ
ყავისფერი რითმა ნიკოტინი კუპლეტი ალკოგოლი მუზა, უსიყვარულოდ არა არს ლტოლვა უსიყვარულოდ არ არს ხალისი, ლექსები ჩემი შენ შეგიქმნია და მე მათში ვარ მხოლოდ არტისტი, უსიყვარულოდ აღარც მუზაა აღარც კუპლეტი უსიყვარულოდ უსიყვარულოდ აღარც რითმაა არც ერთი ლექსი უსიყვარულოდ, ცაზე კიდია ყველა ნათება მე შევიყვარე რაც ტკივილია, გულზე ნაკბენ ვარსკვლავებს ვითვლი მიწას ევლება რაც ეულია, უსიყვარულოდ სიკვდილიც ბრმაა უსიყვარულოდ არა არს ლტოლვა უსიყვარულოდ არც ტკივილია..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი