უფსკრულში სამარადისოდ
1)მხოლოდ უფსკრულში გადავრდნილს შენ, გახსენდები და ისევ შველას მთხოვ, მხოლოდ უბედურს შეგწევს ძალა რომ ჩემი სახელი ისევ იძახო, განა ბედნიერს მე გახსენდები?! მხოლოდ უბედურს გახსოვვარ მუდამ, მე კიდევ აღარ მაქვს ძალა გიშველო, და შენ უბედურს გული გიმთელო, მხოლოდ ის მინდა სიხარულისას ჩემი სახელით ერთხელ მომმართო. 2) განა ღმერთი ვარ სულ რომ შველას მთხოვ?! და სულ რომ გიჭირს მაშინ მეძახი, იქნება ერთხელ ისიც იფიქრო, იქნებ მეც მიჭირს და შველას ვერ გთხოვ. 3)მხოლოდ მაშინ ხარ ჩემს წინ მღიმარე როცა ხვდები რომ ისევ მიყვარხარ, ეგოისტურად ეგოს იმშვიდებ და წამში ვითომც არავინ აღარ ვარ. 4)წლები გავა და მერე მომძებნი დამიძახებ და მეც აღარ მოვალ, ჩემს მეტს "დამხმარედ" ვეღარ იპოვი და ჩავარდები უფსკრულში მარად. 5)განა უშენოდ ვარსკვლავად ვიქეც? დავბნელდი ვითა მთვარეა მარად, მხოლოდ ხომ შენ ერთს გელოდი მუდამ, თუმცაღა შენ ხომ არ მელი მსგავსად, ვცრემლმდინარდები ამის ფიქრისას, რომ შენ არ მელი არასდროს მსგავსად თუმცა ღმერთი მყავს უერთგულესი შენს გარდაც გავძლებ ღმერთთან და მარად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი