ხიდი ჩემიდან შენამდე~♡


ნახვიდან ნახვამდე ფიქრთა ხიდია,
გულის ძახილი და გრძნობა მკვლელი.
იმ ხიდზე ბევრი წყენა და გლოვა,
ბევრიც წუხილი დარდები ჩვენი.
განა ის ხიდი უძლეველია,
განა არ უჭირს ატაროს სენი.
ნუთუ გგონია ამ დარდებს ხიდი,
სულ მარტოდმარტო ატარებს, ებრძვის
განა ის დარდი ეკლად იზარდა, ან თავისთავად იყარა ფესვი.
ხიდზე დარდების თესვა დავიწყეთ,
 სანამ ამ ხიდზე გაშენდა წნეხი,
ჩვენ მივაყარეთ სასუქად ნდობა
და წყლად დავუსხით ეჭვები მკვლელი.
ვის გაუგია ნდობა და ეჭვი, ერთურთს შერწყმულად აყვავებულა,
სწორედაც ამან ხომ იშვა წნეხი და იმ ხიდებზე გაშენდა წყენა.
ვაითუ ის ხიდიც ერთ წამს ჩაიმტვრეს და და დავივიწყოთ ჩვენ ნდობა ჩვენთა.
ვაითუ ეს ხიდი არ გვაკავშირებს,
ვაითუ ვეღარ გნახო ვერსად.

13 ნოემბერი 2026წ.
17:58°•~ ილონა დავითაძე ~•▪︎●
#poetry

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი