დედა


დღეს, მე პირველად ვიღებ კალამს, კრძალვით, პატივით,
ჩემი სათქმელი, გულთ ნადები ენით არ ითქმის, შენი ამაგი, სიყვარული, ურყევი რწმენა, მინდა ეს ლექსი შენ მოგიძღვნა, მშობელო, დედავ!
    მრაბლისმეტყველო, ძნელბედობის გადამლახავო, უდრეკო სვეტო, ნებისყოფის მტკიცე გუშაგო,
 შენი ხატება, მე დღე და ღამ დამეხატება, 
შენი თვალები მინათებენ ბილიკს ეკლიანს, 
ჩემი ცხოვრების დასტაქარო, დიდო იმედო,
შენა ხარ, ქალი, საოცარი  და ს ა ი მ ე დ ო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი