,,პოეტო ქალო“
პოეტო ქალო რად გაშინებს ეს სიყვარული.. განა რამდენი სატკივარი უნდა იწვიო... რად არ მოცელავ ,,სარეველას,, ყვავილთა შორის... რად არ გსურს ედემს დაამსგავსო შენში სამყარო. პოეტო ქალო მომეც ნება ვიყო მებაღე... მომეცი ნაბა შენს ედემში ვარდები დავრგო... და ამ ედემში მომეც ნება ოდა ვაშენო... უბრალო ხისგან შეჭედილი ჩემი საუფლო. პოეტო ქალო მოიცილე გულზე დარდები... შენ არ გიხდება რომ შავთეთრად ლექსები ქარგო, ფერად სამყაროს შეუხამე შენი ღიმილი... და ნუ იქნება შენში მხოლოდ სევდის სამყარო. ძველ ნასახლარზე ერთად დავდოთ თითო აგური... ერთად დავნერგოდ ნასახლარზე ვაზი ქართული... ერთად დავწუროთ საწნახელში ვაზის ნაყოფი... დაღვინებისას ერთად შევსვად წმინდა სასმისი. პოეტო ქალო შენს ლექსებში მამყოფე მზის ქვეშ, ისე რომ მერე მთვარეს ვარგო მზის ნეტარება... პოეტო ქალო ნუ დამტოვებ ნუ მიმატოვებ... გაურითმავი და აბნეულ ქარში სიტყვებად. ჻჻჻჻჻჻჻჻჻჻჻჻჻჻჻჻჻჻჻჻჻჻჻჻჻჻჻჻჻჻჻჻჻჻჻჻჻჻ ,,შემოქმედი“ იმედა კვარაცხელია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი