მიყვარხარ


ფიქრების კოცონზე 
რამდენჯერ დაგნაცრე
და ფერლში ვეძებდი 
გრძნობების დანარჩენს,
ნულიდან რამდენჯერ 
ავყევი სათვალავს,
ცხოვრების ბოლომდე
ვერასდროს გავქაჩე.

ღამეს ვანდობოდი ყველა
საიდუმლოს ,
მთვარე  კი  მიბწვნიდა
ტკივილის დალალებს,
ბედი აუგია არ სძალუძს 
დანდობა,
უმალ გამოგიტანს 
უმკაცრეს განაჩენს.

დარდის სარეცელში
მესვენა იმედი,
ვეღარ გაუძელი უძირო 
განსაცდელს,
ჯანდაბას მაჯაზე 
გახსნილი იარა,
დაჭრილი  სულია უფრო,
რომ მადარდებს!

ყელამდე ჩამოფსკვნილ 
ცრემლებს
კი არ ვჩივი,
გულში რომ ჩარჩა ეგ 
მიღლის წამწამებს,
ცხოვრება  იმდენად 
უძღები რამეა, 
უთუოდ წავა და 
წაიღებს წასაღებს.

და ბოლოს მე მაინც
იმედის იმედით,
დავხურავ ცოდვების
უღმერთო დარაბებს,
უნიჭო მხატვარი 
ავიღებ პალიტრას,

"მ  ი  ყ  ვ  ა  რ  ხ  ა  რ "

დავაწერ მტრედისფერ ასფალტზე!

ავტ:ინ ნი
08/04/2020
13:13

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი