ყველა კაცია ადამიანი?


ადამიანი

ყველა სისუსტემ როცა გაცდუნა 
და თავი მოგაქვს,როგორც დიადი,
ცოდვის მორევში თუ კი დაცურავ
ვინღამ გიწოდა ადამიანი?

ყველა სიწმინდე ფეხქვეშ გათელე,
სამარეს უთხრი პირით მცინარი,
თუ სიამაყემ მიწას მოგწყვიტა
ვინღამ გიწოდა ადამიანი?

ბოღმა და შური აქციე კერპად
და ბოროტებით გახდი მთლიანი,
ფარისევლობამ თუკი შეგიპყრო
ვინღამ გიწოდა ადამიანი?

თუ განიკითხავ და თუ გაკიცხავ,
რისთვის არსებობ ერთი მითხარი?
როცა სულიც კი ფულზე  გაყიდე
ვინღამ გიწოდა ადამიანი?

გამოწვდილ ხელებს გვერდს ნუ აუვლი,
გაეცი ...სანამ არ არს გვიანი,
ბოროტის ნაცვლად თესე სიკეთე
მაშინ იქნები ადამიანი!

და ბოლოს მაინც ეჭვები მახრჩობს
სულსა და სხეულს ერთად მიჯაბნის
მითხარით ვინმემ !მითხარით ვინმემ!
ყველა კაცია ადამიანი???

ავტ:ინ ნი
09/11/2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი