შობა


ყველას მინდა დავასწრო :):))   და ასე მინდა მოგილოცოთ ჩემთვის ყველაზე არამიწიერი, დღესასწაული #შობა !!!! სამყაროს ვულოცავ ქრისტეს დაბადებას!!! იშვა უფალმა ისევ ადამიანების გამო..რატო მოვდივართ ამქვეყნად?! იმიტო რო წასვლის შემდეგ დავრჩეთ ან შემოვრჩეთ ვინმეს. ვერავინ შეგვინახავს ისე,დამახსოვრების გარეშე...ჰოდა, ერთმანეთის დამახსოვრება ერთი სიცოცხლეა კიდევ,საერთმანეთოდ,საურთიერთობოდ გათვლილი სიცოცხლე!!!!არა აქვს მნიშვნელობა,ეს იქნება ბიოლოგიური,ფიზიოლოგიური თუ ღვთიური წესით და ნებით დაშვებული ურთიერთობა....მთავარი მაინც სიცოცხლის სწორად მოხმარების წესი და გადანაწილებაა !!!!! ურწმუნო ადამიანში ღმერთი არასდროს ჩასახლდება.... და არც ადამიანია უცოდველი,მაგრამ ერთმანეთის ატანით,გატანით, სიყვარულით შევძლებთ ღმერთის სიყვარულს და რწმენაში განმტკიცებას.. რაღაცის გამო კი არა,სულში შეღწევის,კურნების გამო უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი!!! ის ყველაფერი ხომ არაფერია,სულის გარეშე!!! სულით მოტანილმა გამძლეობამ მომიყვანა დღემდე თქვენთან.
ძალა მოგვცეს ერთმანეთის სიყვარულის....მრავალ ბედნიერ შობას დაესწარით,ისევ და ისევ სიყვარულით!!!! 
.ინგა ფევაძე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი