მზე შემოდგომისა
იცით რა დროს იოლდება ყველაფერი?! როცა უსიყვარულობით დაავადდები,როცა უსიყვარულობის ზეწარს გადაიფარებ,როცა სიყვარული აღარ გჭირს,მგონია რო მაშინ იოლდება ყველაფერი, ვფიქრობ,მაშინ ხდება მნიშვნელოვანიც ერთნაირი და სულერთი... ვამბობ ხმამაღლა და თან ყველგან,რო არ არის აუცილებელი მაინცდამაინც დომინანტი იყო კონკრეტული მიმართულებით, დიახაც.....იცით მთავარი თავის პოვნაა, თავის მართვა უნდა შეძლო,თავის მესაკუთრე უნდა გახდე....არა აქვს მნიშვნელობა ამას რა ფორმით გამოხატავ...შეგიძლია იცეკვო.იმღერო,იყვირო,გაბრაზდე,ოღონდაც გამოხატე... დაუცლელი და დაფარული ემოცია შინაგანად წამალავს ადამიანს.... მე არც სიმღერა გამომდის,არც ცეკვა,არც ლექსი,მაგრამ როცა ვთვლი,რომ ამ ყველაფერით დავაღწიე დარდისფერს,ბნელს,თალხს, შვება ვიგრძენი ადამიანური, სული მოვასვენე ამით,ვთვლი რო სხვა თუ არაფერი, თავის პოვნა და გადარჩენა შევძლი.. მადლობა უფალს დღემდე მოტანილი განცდისთვის,დამსახურებული თუ დაუმსახურებელი სიხარულისთვის, მადლობა უფალს საკუთარი თავის პოვნისთვის !!!2018 წ.01.04 ინგა ფევაძე #მზეშემოდგომისა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი