,,ჩემი უკანასკნელი დღე"


,,ჩემი უკანასკნელი დღე"

ერთი წლის წინ.
-ანიტაა... დუმილი.
-ანიტაა... დუმილი.
-ანიტა, შვილო, მოვედი.
საავადმყოფოს ცივი ჰაერი... მკვდარი კედლები და უიმედო სახეები. ანიტა თითქოს ამ ქვეყნად აღარ იყო, ფანჯარას მისცქეროდა და თავის ღრმა ფიქრებს მისცემოდა.
-შვილო... ქალბატონმა ირამ ნაზად მხარზე ხელი დადო და ხმის კანკალით უთხრა:
-მოდი... ჭამე... ძალიან გემრიელი საუზმე მოგიმზადე.
ერთი ხელით საუზმეს თეფშზე უწყობდა, მეორე ხელით კი ცრემლებს იწმენდდა.
-მოდი, შვილო...
ანიტა გაუნძრევლად იჯდა ფანჯარასთან, არც კი შეუხედია დედამისისთვის.
პაუზა.
-დედა...მშვიდი ხმით დაუძახა მან და უიმედო თავლებით გახედა.
-გისმენ, შვილო... ქალბატონი ირა შეცბა, გაუხარდა ანიტას ხმა რომ გაიგონა.
-შენი აზრით, შევძლებ კიდევ ერთი დღე ვიცოცხლო?
ქალბატონი ირა გაშეშდა, ენა დაებნა, სახე გაუფითრდა და ცრემლები შეუშრა.
-რა თქმა უნდა, რომ იცოცხლებ... შენ არაფერი მოგივა... ყველაფერი კარგად იქნება...
ანიტამ მტკივნეულად ჩაიცინა და ჩაილაპარაკა
-მძულს...
-შვილო...
-საკმარისია! დაიყვირა ანიტამ, ისე ძლიერ ტიროდა, რომ ცრემლი შეშრობოდა.
მძულს, მეზიზღება... ნუ მეუბნები მაგას!
რაა? ყველაფერი კარგად იქნება? და მაინც რა იქნება კარგად, დედა? ვკვდები, გესმის? ვკვდები...
ყველა ანიტას შესცქეროდა
-ანიტა, შვილო...
ქალბატონი ირა ძლიერ მოეხვია ანიტას და ტირილი დაიწყო.
-მაპატიე, შვილო... გთხოვ, მაპატიე... ბოდიშს გიხდი...
-სიცოცხლე მინდა, დედა... მინდა რომ ვიცოცხლო... არ მინდა სიკვდილი...
პაუზა.
თავჩაღუნული, დედის მხარზე ატირებული ანიტა ისევ მის ღრმა ფიქრებს მიეცა. ჩახუტებულმა დედაშვილმა ერთად ტკბილად დაიძინეს.
                              თავი |
გამარჯობა, მე ანიტა ვარ, გულის მანკის ავადმყოფობით...
საიდან დაიწყო ყველაფერი?
როდესაც 9 წლის ვიყავი, მახსოვს გული ძლიერ ამტკივდა, ღებინება მქონდა, ოფლი შეუშრობლად მდიოდა.
პირველად საავადმყოფოში სწორედ იმ დღეს აღმოვჩნდი. დღემდე მახსოვს ჩემი ემოციები და განცდები, როდესაც იმ ოთახში ფეხი შევდგი
იასამნისფერი კედლები, დიდი ტელევიზორი, საწოლი, რომელზეც ღუნღულა ლები ეფინა, და ფანჯარასთან მდგარი მომაკვდინებელი მცენარე...
იქაურობა ისეთი ლამაზი იყო, ყოველთვის მსურდა ასეთი ოთახი მქონოდა. იმ დღეს ძალიან ბედნიერი ვიყავი, მანამ სანამ გავიგებდი, რომ ჩემს დარჩენილ ცხოვრებას ამ კედლებში გავატარებდი...
სულ რაღაც წამებში, ფანჯრიდან შემონათებული მზიდან, იმ მომაკვდინებელ მცენარეს დავემსგავსე, რომელიც ოთახში უმოძრავად იდგა.
მალევე ჩემმა საყვარელმა იასამნისფერმა კედლებმაც დაიწყეს შრობა... ყოველ დღე კედლის რაღაც ნაწილი ტყდებოდა და ძირს ეცემოდა. მაშინ თითქოს ვერაფერს ვხვდებოდი, მაგრამ გული მუდმივად გრძნობდა.
დღეს კი 19 წლის ვარ, ჯერ ისევ ცოცხალი... ჩემთვის ყოველი დღე საჩუქარია.
ვიძინებ იმის შიშით, რომ შეიძლება ვეღარ გავიღვიძო, ვიღვიძებ იმის შიშით, რომ დღეს შესაძლოა ჩემი უკანასკნელი დღე იყოს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი